“მესამე დღეა, სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა”, – ამის შესახებ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც ასლან ბჟანიამ Абаза ТВ-სთან ინტერვიუში აღნიშნა, აეროპორტის ფუნქციონირებისთვის უწყვეტი ელექტრომომარაგება ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო.
“სარეზერვო ელექტრომომარაგება ვიშოვეთ, 24 ტრანსფორმატორი ვიყიდეთ, ჩვენივე ხარჯებით ავაშენეთ ახალი ხაზი და ორი ქვესადგური შევაკეთეთ”, – განაცხადა ბჟანიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ივლისში განაცხადა, რომ სოხუმსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქს შორის ფრენები 2024 წლის ბოლოდან დაიწყება. სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ბჟანიამ თქვა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შემდეგ, ავიარეისები მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან და ნოვოსიბირსკიდან შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, სექტემბერში განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო ნომრის მინიჭების საკითხი მოგვარებულია.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…